აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 9522 პირი აიცრა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 9522 პირმა ჩაიტარა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "ფაიზერით“ 3354, "ასტრაზენეკათი" 2720, ხოლო "სინოფარმით“ 3448 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე განცხადებით, კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი რჩება. აჭარაში კლინიკებში 444 პაციენტი მკურნალობს.

























