შსს-მ ბათუმში მეზღვაურების კუთვნილი თანხის სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში მეზღვაურების კუთვნილი თანხის სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრსნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 180-ე მუხლით აღიძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს.

ამასთან, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით კომპანია „ბეშიქთაქშ გრუპში“ მომხდარ ინციდენტზეც მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, კომპანია "ბეშიქთაქშ გრუპის" ოფისში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრები, რომლებიც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ, აღნიშნული კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და კომპანიის ინვენტარი დააზიანეს, ასევე იქ მყოფ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებმა თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ. როგორც მეზღვაურების ოჯახის წევრები აცხადებენ, თურქულმა კომპანიამ 30-მდე მეზღვაურის თანხა მიითვისა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა