საირმის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო

საირმის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო

საირმის ქუჩა N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კედელზე ლითონის დამცავი ღობეც დამონტაჟდება. მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ. როგორც გაიოზ ვასაძემ აღნიშნა, თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი, შემდეგ კი ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო.

„აღნიშნულ მისამართზე სკვერის ზედა მხარეს განთავსებული იყო რამდენიმე ავტოფარეხი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი. შემდეგ კი, ძველი, დაბეტონებული, არასწორი კონსტრუქციის ნაცვლად, სათანადო კონსტრუქციის ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო “, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 131 576 ლარით დაფინანსდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში