გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულთან ერთად, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ახლად დანიშნული მოადგილე წარადგინა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო რწმუნებულის ახლად დანიშნული მოადგილე, თემური ჩანქსელიანი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს წარუდგინა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, თემურ ჩანქსელიანი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის 7 მაისს დაინიშნა.

„კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თემურს და მჯერა, ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობით მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს