დიეგო კოლასს „ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს "ევროპის უნივერსიტეტის" საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ცოტა ხნის წინ "ევროპის უნივერსიტეტში" ესსების კონკურსის ფარგლებში გაიმართა. უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსი თემაზე "საქართველოს ევროპული მომავალი“, "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონიდან. ,,კონკურსის მიზანს ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება წარმოადგენდა. სპეციალურად მოწვეული კომისიის ჩართულობით კი გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც "ევროპის უნივერსიტეტისგან" და საფრანგეთის საელჩოსგან პრიზები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა