ანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს

ანა დოლიძე პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ხვალ გაიმართება.

„ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა იქნება. მისივე თქმით, ბევრ პროფესიონალთან ერთად, სწრაფი ნაბიჯებით შეძლებენ წინსვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად.

„ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას - „ხალხისთვის“. „ხალხისთვის“ არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარი ფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევს ფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.

ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა, სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო. ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს, სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ წასვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?