რუსთავის განახლებული ჭალის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

დღეს რუსთავის განახლებული ჭალის ტერიტორიაზე, გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქის გამწვანების კუთხით შესრულებული სამუშაოები შეჯამდა.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიუროს ინფორმაციით, 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო. აქცია საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის, ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივით და საზოგადოება „რუსთაველების" ხელშეწყობით მოეწყო.

„აქტივობაში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, „რუსთავსერვისცენტრის" წარმომადგენლები, ეკომოხალისეები და რუსთაველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. რუსთავის ტყე-ჭალის აღდგენის პროექტი წელს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე 1000 -ზე მეტი ძირი ხეა დარგული. ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკო აქციები ყოველ შაბათ-კვირას იმართება ქალაქის სხვადასხვა უბანში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუსთავის ჭალის ტყე მდინარე მტკვრის ბუნებრივი რეკრეაციული ზონაა. ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფონზე, ჭალის განადგურებული ნაწილის აღდგენა, ქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი განმარტავს, სხვადასხვა აქტივობის გარდა, მუშაობენ საკანონმდებლო მიმართულებითაც.

„ეს პროექტი გულისხმობს უნიკალური ჭალის ტყის ნარგავებით გამდიდრებას, რაც თავის მხრივ წელს პარლამენტის მიერ მიღებული „გარემოსდაცვითი კანონის" და „რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის" მოთხოვნების შესრულებასაც უზრუნველყოფს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რუსთავში ბოლო პერიოდში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. პროექტში ჩართულია საზოგადოება „რუსთაველები", რუსთავის მერიის სერვისცენტრი, რომელიც ნარგავებისთვის სარწყავი სისტემის მოწყობას უზრუნველყოფს. ასევე რუსთაველი ეკოაქტივისტები. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დღეს, რათა ხვალ ჩვენს შვილებს ჩვენს ქალაქში სუფთა ჰაერი ჰქონდეთ. სხვადასხვა აქტივობის გარდა, ვმუშაობთ საკანონმდებლო მიმართულებითაც”, - აღნიშნავს ალექსანდრე დალაქიშვილი.

როგორც რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ქალაქისთვის ღირებულ პროექტებს შორის ჭალის ტყის აღდგენა ერთ-ერთი აქტუალურია.

„გრძელდება ჭალის ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს გვქონდა შემაჯამებელი ღონისძიება. ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც ჟიული შარტავას სურვილი იყო. ჩვენ ვართ სწორედ ის თაობა, რომელიც ამ პროექტს მიიყვანს ბოლომდე. რა თქმა უნდა, გვექნება ახალი ინიციატივებიც, თუმცა ქალაქისთვის ღირებულ პროექტებს შორის ჭალის ტყის აღდგენა ერთ-ერთი აქტუალურია" , - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა