აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 154 პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10 154 პირმა ჩაიტარა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 10 154 პირმა გაიკეთა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაცია "ფაიზერით" 3354-მა ადამიანმა ჩაიტარა, "ასტრაზენეკათი" - 2953-მა, ხოლო "სინოფარმით" 3847 -მა პირმა.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ მართვით სუნთქვაზე 11 პაციენტი იმყოფება.

კოვიდკლინიკაში 428 პაციენტი მკურნალობს.