ხათუნა სამნიძე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ პროტესტზე - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეკითხვებს პასუხი გასცეს

არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ესმის საკუთარი მოქალაქეების, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ მოქალაქეების პროტესტზე რეაგირება უნდა მოახდინოს და მათ კითხვებს უპასუხოს.

„რაც არ უნდა პრობლებმა იყოს ქვეყანაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შეკითხვებს პასუხი გასცეს. ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი აპროტესტებს კონკრეტულ საკითხს, ამაზე პასუხი უნდა იყოს, თუმცა დღემდე პასუხები არ არსებობს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი, რომელსაც ვუყურებთ, აქ სხვადასსვა ტიპის განცხადებები ისმის, მაგრამ მთავარი პრობლემა რომელიც დგას, აუცილებლად გადასაჭრელია, ეს არის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა",-განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისში მასშტაბური აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა დღეს, 12:00 საათამდე მისცეს. მათ კარვები გაშალეს და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა