აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, გამოფენა, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდა.

მათი ინფორმაციით, გამოფენას ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, რომელმაც საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„წელს, მადრიდის გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენაზე 165 ქვეყნის 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მთავარ ვიდეოეკრანებზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო ვიდეორგოლები ენახათ და ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. საქართველოს ფოტოებით დაიბრენდა გამოფენის შესასვლელი და მოსასვენებელი ადგილები. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ინტერნეტ მხარდაჭერასაც საქართველო უზრუნველყოფდა.

გამოფენას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთოდ დასახელდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა