ბათუმში წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში სპორტსმენების წულუკიძეებისა და ჭელიძეების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი 8 ივნისს, ქუთაისში დანიშნული სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ.
მათივე განცხადებით, სპორტსმენების დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებით მოხდა. სპორტსმენების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებს ნამოხვანში აქციაზე პროვოკატორები მიუგზავნეს, სადაც დაპირისპირება მოხდა.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, მათი თქმით, თუ დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლება არ მოხდება, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

























