დეველოპერული კომპანია "იორკ თაუერსი" საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

2021 წლის 26 - 28 მაისს კომპანია "იორკ თაუერსი" მონაწილეობას მიიღებს ფორუმში „Crew 2021“, რომელიც ტაშკენტში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „იორკ თაუერსი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ფორუმზე შეიკრიბებიან ურბანისტები, დეველოპერები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, მოიჯარეები, ბროკერები და საერთაშორისო ასოციაციის წევრები. ფორუმი Crew Central Asia უკვე 8 წელია იმართება.

„ფორუმს დაესწრებიან ინვესტორები, რომლებიც წარმოადგენენ არაბულ ქვეყნებს და აზია-ოკეანეთის რეგიონის უმსხვილეს დეველოპერებს. კონფერენციაზე ცოცხალ და მულტიმედია-ფორმატში სიტყვით გამოვლენ სპეციალისტები, რომლებსაც მიღებული აქვთ არაერთი საერთაშორისო ჯილდო. პარტნიორობის ფარგლებში, ფორუმზე ასევე გამოვლენ ექსპერტები წამყვანი საკონსულტაციო კომპანიებიდან, როგორიცაა Cushman & Wakefield, CBRE და PwC.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ-დან, ინდონეზიიდან, სინგაპურიდან, არაბული ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გაიმართება B2B შეხვედრები, რომელზეც კომპანია "იორკ თაუერსის" თანამშრომლები შეხვდებიან უკვე არსებულ პარტნიორებს და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მიზნით გამართავენ შეხვედრებს ინვესტორებთან და საერთაშორისო კომპანიების მენეჯმენტთან სამიზნე ქვეყნებიდან.

საერთაშორისო დეველოპერული კომპანია “იორკ თაუერსი” უკვე 5 წელია, რაც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, კომპანიამ სრულიად ახალი მიმართულება აირჩია, რაც მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს, რომელიც თანხვედრაში იქნება ქვეყნის მთავარ ტენდენციასთან, შექმნას ჯანსაღი და ეკო-მეგობრული გარემო, რაც შეიძლება მეტი სარეკრეაციო ზონით, თანამედროვე ვილებითა და ბაღებით. კომპანიას ამ ეტაპზე ორი მიმდინარე პროექტი აქვს ტაბახმელასა და ლისზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო