პირველად საქართველოში, დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის, პირველადი ინფრასტრუქტურის განთავსება.

,,იუნესკოს“ ბიოსფერული რეზერვატები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რაც სახელმწიფოს და ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. 2015 წელს, საქართველოში, სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა. შედეგად, დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, მზად არის ახმეტაში 3 ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა და დედოფლისწყაროში ვაშლოვანის რეზერვატის შექმნისთვის იუნესკოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატები დაამკვიდრებს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების კარგ პრაქტიკას, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყეების მდგრადი მართვის და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით’’, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს