გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ახალგაზრდობის სააგენტო“, „გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ, რაც ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ხელს შეუწყობს.

„პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა–ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი და გურია) 10 მუნიციპალიტეტიდან 30 ადამიანი, ღია კონკურსის გზით შეარჩია, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან, რის შემდეგაც სააგენტო 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავის მხრივ, „მობილური ახალგაზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

„პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშრისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - Youth.platform.gov.ge განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო