რუსთაველის  ფონდის მხარდაჭერით „საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი -  შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნა

25-31 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ იფუნქციონირებს.

რუსთაველის ფონდის ინფორმაციით, პროექტს ახორციელებს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ზაზა აბაშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პროექტით ცენტრმა შეძლო წვლილი შეეტანა ისეთ ეროვნულ საქმეში, როგორიცაა აფხაზეთის ისტორიის კვლევა - პოპულარიზაცია, ისტორიული სიმართლის დადგენა და მისი საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება, მადლობა გადაუხადა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს.

„რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კონკურსის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, წელს ორჯერ მეტი პროექტია შემოსული, ვიდრე წინა კონკურსზე: „ ეს არის კომპლექსური პროგრამა, უკვე მზადაა გამოსაცემად სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ პაპასკირის მასშტაბური ნაშრომი აფხაზეთის ისტორიაზე „აფხაზეთი საქართველოა“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, ივნისის მიწურულს იგეგმება დიდი საერთაშორისო კონფერენცია აფხაზეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ“. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ.

პროექტის „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება. პროექტის ხელმძღვანელია თეა ქართველიშვილი. სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს: ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. საგაზაფხულო სკოლა განიხილება, როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის თემაზე კვლევის სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ