არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, მომდევნო არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტული, ორიენტირებული პროგრამებზე და ლიდერებზე

დარწმუნებული ვარ, მომდევნო არჩევნები თვითმმარველობის არჩევის პროცესში იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტული, ორიენტირებული პროგრამებზე და ლიდერებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება” განახლებული გუნდთან ერთად, განახლებული პროგრამებით წარსდგება და მოქალაქეებს ეტყვის თუ რის გაკეთებას აპირებს მომდევნო წლების განმავლობაში.

„არჩევნები საკანონმდებლო რეგულაციების და ეფექტურად მომუშავე ინსტიტუტების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ეფუძნებოდეს ნდობას და ურთიერთპატივისცემას. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, ამისათვის ჩვენ ვდგავთ ნაბიჯებს, რომ როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებსაც ჰქონდეთ მაღალი ნდობა პროცესის მიმართ, როდესაც ისინი ხმა აძლევენ მათთვის სასურველ კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო არჩევნები თვითმმარველობის არჩევის პროცესში იქნება კიდევ უფრო მეტად კონკურენტული, ორიენტირებული პროგრამებზე და ლიდერებზე, რომელთაც შეუძლიათ შეასრულონ ის პირობები რომელსაც საქართველოს მომავლისთვის პირდება. ჩვენ, ,,ქართული ოცნება” გამოვალთ განახლებული გუნდით, განახლებული პროგრამებით და თითოეულ ქალაქსა და სოფელში ჩვენს მოქალაქეებს ვეტყვით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო