ნათია თურნავამ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. მან ასევე გენერალ გიორგი კვინიტაძის ღვაწლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველო, რომელზეც გენერალი ემიგრაციაში ოცნებობდა, რეალობასთან ძალიან ახლოს არის.

"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, ყველას გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ, რომ უფრო გაძლიერებულ საქართველოში ვიცხოვროთ, უფრო მეტად ეკონომიკურად და ენერგეტიკულად დამოუკიდებელ ქვეყანაში, ამაში დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება გიორგი კვინიტაძეს, ის არის პატრიოტიზმის სიმბოლო, სიმბოლო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის. ძალიან ამაღელვებელი მომენტია, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პატრიოტი ისევ ჩამოასვენეს საქართველოში, დაუბრუნდა სამშობლოს, საიდანაც სამწუხაროდ, იძულებით იყო ემიგრაციაში გადახვეწილი. ის საქართველო, რომელზეც გენერალი ემიგრაციაში ოცნებობდა, პრაქტიკულად კარს არის მომდგარი, ძლიერი, დამოუკიდებელი ევროპული ოჯახის წევრი",-განაცხადა თურნავამ.

გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა