სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ მობინადრეებს „ჭკვიანი“ სახლის ტექნოლოგიას სთავაზობს

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ მობინადრეებს „ჭკვიანი“ სახლის ტექნოლოგიას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „მეტი დეველოპმენტი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, 6 თვეა, რაც სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“ მუშაობა აღნიშნული მიმართულებითაც დაიწყო.

კომპანიის დიზაინერის, დაჩი ხაზალიას განცხადებით, „ჭკვიანი“ სახლი პოპულარული ტექნოლოგიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ტექნოლოგია სამ პრინციპს მოიცავს: კომფორტს, უსაფრთხოებას და – „მეტი დეველოპმენტისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს – შშმ პირებზე ადაპტირებული გარემოს კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას და მათთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას.

„ჭკვიანი“ სახლი ადამიანს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. საკმარისია ამ ტექნოლოგიის ერთხელ გამოყენება და მასზე უარის თქმა რთული ხდება.

ზამთარსა თუ ზაფხულში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან აკონტროლოთ სახლის ტემპერატურა, რაც შეამცირებს კომუნალურების გადასახადს და დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე. სახლის „დაჭკვიანება“ გვაძლევს საშუალებას, ყველაფერი ვმართოთ მობილური ტელეფონით ან სხვა სასურველი მოწყობილობით. ყველაფერს, რაც ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთი აპლიკაციით გააკონტროლებთ. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა პერიოდში ჩაირთვება განათება და სასურველი ტემპერატურა", - ამბობს დაჩი ხაზალია.

ინტერიერის დიზაინერს თქმით, ყოველ სახლს თავისი ხასიათი გააჩნია და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების მრავალფეროვნების საშუალებით, მაქსიმალურად შესაძლებელია მომხმარებლის ხასიათთან მიახლოვება.

„ჭკვიან“ სახლს კიდევ ძალიან ბევრი პლუსი აქვს, თუმცა ახლა რამდენიმე მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კარის „ჭკვიანი“ საკეტია, რომელიც ასევე სმარტფონიდან კონტროლდება. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა საკეტი თითის ანაბეჭდზე რეაგირებდეს ან სახის ამომცნობი სისტემა დაყენდეს. ეს, ერთი მხრივ, ზრდის კომფორტსა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ – არ გიწევს გასაღების ტარება და შესაბამისად, მის დაკარგვაზეც არ ინერვიულებ, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.

საინტერესო ფუნქციაა ჟალუზების კონტროლი, რომლის წინასწარ განსაზღვრითაც არეგულირებთ გახსნასა და დახურვას. ამგვარად, ოთახში მზის სხივებს თქვენთვის სასურველ დროს შემოუშვებთ, ხოლო სპეციალური კონდიციონერის საშუალებით, სახლში, ტემპერატურასთან ერთად, ტენიანობის კონტროლსაც შეძლებთ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მცენარეები უყვარს. მითუმეტეს, თუ საქმე ეგზოტიკურ მცენარეებს ეხება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია კვამლის ამომცნობი დეტექტორი, რომელიც კვამლისა და ხანძრის შემთხვევაში, „ლუქსინის“ აპლიკაციაში მოგაწვდით ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მესამე პირი არ არის ჩართული თქვენი სახლის კონტროლის პროცესის არცერთ ეტაპზე.

„ჭკვიანი“ სახლი ვიდეო კონტროლსაც მოიცავს. შესაძლებელია სახლში მცირეწლოვანი ბავშვი გყავდეთ, რომელზეც ძიძა ზრუნავს, თუმცა გინდათ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ და პირადად აკონტროლებდეთ პროცესს… ან შინაური ცხოველი გყავდეთ, რომელსაც სმარტფონით მიადევნებთ თვალყურს და მშვიდად იქნებით, სანამ სამსახურიდან დაბრუნდებით.

„ჭკვიანი“ სახლი არის გარემო, რომელსაც შენ თავად ქმნი და სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ.“ - აღნიშნავს დაჩი ხაზალია.

კომპანიის დიზაინერის, დაჩი ხაზალიას თქმით, სასიამოვნოა, როცა ტექნოლოგიების უახლესი მიღწევებით სარგებლობა შეგვიძლია, თუმცა მისი განვითარების პარალელურად, კიბერდანაშაულის რისკი იზრდება. მნიშვნელოვანია, არის თუ არა ამ მხრივ უსაფრთხო „ჭკვიანი“ სახლი და რამდენად ექვემდებარება ის ჰაკერულ თავდასხმებს.

„ეს ტექნოლოგია მაქსიმალურადაა დაცული, რადგან ყველაფერი შიდა სისტემაში ფუნქციონირებს და „ლუქსინის“ სპეციალური აპლიკაციით კონტროლდება. „ლუქსინი“ „მეტი დეველოპმენტის“ პარტნიორი კომპანიაა, რომელიც „ჭკვიანი“ სახლის ტექნიკურად აღჭურვაზე ზრუნავს.

„ჭკვიანი“ ტექნოლოგიები კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტია, რადგან ის ეკოსითის კონცეფციის ორივე მთავარ მიზანს აერთიანებს - ქმნის მაღალ საცხოვრებელ სტანდარტებს და ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებს შშმ პირებს.

ზოგადად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ სახლის „გაჭკვიანება“ საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. „ლუქსინს“ მაღალი ხარისხის გარდა, საკმაოდ შეღავათიანი ფასები აქვს. ენერგიის დაზოგვით, რის საშუალებასაც „ჭკვიანი“ სახლი გვაძლევს, მონტაჟისთვის საჭირო ხარჯები საკმაოდ მალე გაბათილდება. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ბაზარზე, მაღალი ხარისხისა და ბიუჯეტური ფასის გათვალისწინებით, საკმაოდ სასურველ და გამორჩეულ პროდუქტს ვქმნით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ჭკვიანი“ სახლი კატეგორიებად იყოფა. მომხმარებლის ბიუჯეტისა და სურვილის მიხედვით, შესაძლებელია მასში დამატებითი კომპონენტების გათვალისწინება და უფრო „დაჭკვიანება“ ან პირიქით – ამოკლება და სულაც, მინიმალური პაკეტის არჩევა“, - აცხადებს დაჩი ხაზალია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს