ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ბორჯომის ქარხნის მუშების გაფიცვა დასრულებულია, ორივე ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობას 27 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

პროფკავშირების ცნობით, 8 - დღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

„დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება, ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის ფონზე შეიცვალა სს "ბორჯომის" ადმინისტრაცია და დირექტორი.

ახალი დირექტორი, წინასგან განსხვავებით პროფკავშირებთან დიალოგზე წამოვიდა და პროცესის პოზიტიურ გადაწყვეტას შეუწყო ხელი.

შეთანხმებას წინ უძღოდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს, წარმომადგენელ გიორგი დიასამიძეს, სს "ბორჯომის" დირექტორ მერაბ ახმეტელსა და ქარხნის პროფკავშირული კომიტეტის წევრებს შორის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა