ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინანდადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 8 ივლისის 16:00 სთ-მდე ექნებათ.

„ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ. სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზისა და 6 ხიდის მშენებლობას. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია