პოლონეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს. მისი თქმით, პოლონეთი ვაქცინების დაპირებულ დოზებს ახლა იღებს და აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებლობა ექნება, რომ მათი ნაწილი ქართულ მხარესაც გადასცეს.

ამასთანავე, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტურიზმის გააქტიურების შემდეგ პოლონეთის მოქალაქეების მოცვაც მოხდება, რათა იმ ადამიანებმა ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა.

„ჩვენ ვისაუბრეთ პანდემიის საკითხებზე, მათ შორის გვინდა, რომ საქართველომ შეძლოს ტურისტული მიმართულებით მოიცვას პოლონელი ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში ჩამოსვლით, რათა მათ, ვინც ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, გამარტივებულად შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა. მე, ასევე, განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურება სიტუაცია, რომ ვაქცინის მიწოდება არ არის თანასწორი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი დოზების მიღებას, აქედან გამომდინარე, შევძლებთ საქართველოს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დარბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც ჩვენ შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ რთულ სიტუაციაში,“- განაცხადა ანჟდეი დუდამ.

იხილეთ ვიდეო: პოლონეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოს ვაქცინები გაუზიაროს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე