მარიტა მუსელიანის განცხადებით, საეჭვოა მართლაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დააზიანეს თუ არა სოფელ გუმათთან აღმართული რკინის ჯებირი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, საეჭვოა მართლაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დააზიანეს თუ არა სოფელ გუმათთან აღმართული რკინის ჯებირი, რასთან დაკავშირებითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც მარიტა მუსელიანი აცხადებს, „რიონის ხეობის მცველები" ჯებირებს მხოლოდ ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ამგვარად გამოხატავდნენ.

„ცოტა ხნის წინ გავეცანი შსს-ს ამ განცხადებას და გვედავებიან ორ ადგილას ჯებირის კუთხის გადაკეცვას. ჯებირი საერთოდ არ შეიძლება აქ იდგეს და შეუძლებლად მეჩვენება ვინმეს შეედავო მისი კიდის გადაკეცვაზე. ეს ცოტა აბსურდულად მეჩვენება. კიდევ ერთი ეჭვი მაქვს და საკითხავია, მართლა გადმოკეცეს თუ არა აქციის მონაწილეებმა ეს გვერდი, იმიტომ, რომ ჩვენ აქ ამ პროცესს ვესწრებოდით და იმ დროის განმავლობაში ჯებირზე ხელების ბრახუნი იყო. ჩვენი მოწოდება არ იყო კიდეების გადმოკეცვა, ჩვენს თვალწინ ეს არ გადმოკეცილა, ამას ბევრი ადამიანი ვესწრებოდით. გამოძიების საგანიც ეს არის და მართლაც საინტერესოა, აქციის მონაწილემ გადმოკეცა ნამდვილად თუ არა, მაგრამ მებისმიერ შემთხვევაში, საერთოდ აბსურდია ვინმე გვედავებოდეს ისეთი ჯებირის დაზიანებას, რომელიც საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში“, - აცხადებს მუსელიანი.

დაიბარა თუ არა აქციის რომელიმე მონაწილე შსს-მ გამოკითხვაზე, მუსელიანი აცხადებს, რომ გამოკითხვებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი იცის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა