ვარლამ გოლეთიანი „ნაცმოძრაობის“ წევრთან შეხვედრაზე - გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს - შეხვედრა აქ, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ადასტურებს, რომ „კარგა ხნის წინ“ შეხვედრა შედგა მასსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ხვედელიანს შორის. ამის შესახებ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ხვედელიანის შეხვედრაა ასახული.

ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რომ ამაში კონსპირაციულს ვერაფერს ხედავს, რადგან შეხვედრა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით შედგა სოფელ გუმათში.

„შეხვედრა, რა თქმა უნდა შედგა. იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც ჩნდებიან აქციაზე, მოდიან. ყველას აქვს თავისი იდეა და აზრი, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია სხვადასხვა პერსონას. სიმართლე გითხრათ, ამაში კონსპირაციულს ვერ ვხედავთ. უბრალოდ, იმ დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი, რომ ზოგადად უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. შეხვედრა აქ, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა. მხარდაჭერა კი არ გამოგვიცხადა, ალბათ, რომ მოვიდა აქ მოსვლის ჟესტი სოლიდარობას ნიშნავს. ზუსტი დიალოგი არ მახსოვს. ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ, თქვენ (მედია) კი ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია, მაგრამ არ არის ბატონი ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს. რომ გამომელაპარაკა და რაზეც ფოტო არის გადაღებული, მითხრა, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის" წევრიო. მაშინ გავიგე მე ეს“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ პროტესტს ადრე მხარს უჭერდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, თუმცა ეს პოზიცია შეცვალა.

„სხვათაშორის, ამ ნაწილში მინდოდა აღმენიშნა, რომ ამ პროექტის წინააღმდეგი იყო გიორგი ვაშაძე და დღეს ვნახეთ, რომ უცებ მომხრე აღმოჩნდა, სატელევიზიო ეთერში დააფიქსირა მისი პოზიცია“, - აცხადებს გოლეთიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა