გუმათში დაზიანებული რკინის ჯებირები პოლიციამ ჩაქუჩით გაასწორა

სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მიერ დაზიანებული რკინის ჯებირები პოლიციამ ჩაქუჩის საშუალებით გაასწორა.

რკინის ჯებირები უშუალოდ სოფელ გუმათშია განთავსებული.

გუშინ ღამით, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რკინის ჯებირებზე ხელების დარტყმით და ხმაურით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ჰესის მშენებლობა, რა დროსაც აღნიშნული რკინის კონსტუქცია დაზიანდა.

შსს-მ კი ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწიყო სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.

სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებულია პოლიციის მიერ „გუმათჰესთან“ უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა