თბილისში კონფერენცია „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მიმდინარეობს

თბილისში კონფერენცია „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მსჯელობენ თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, რომ საქართველომ შეძლოს გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინფორმაციით, დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თანა-თავმჯდომარე.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ თემატურ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლამდე გასავლელ გზაზე არსებულ გამოწვევებთან, სააჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმასთან, პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესთან, პანდემიის ფონზე ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილ გამოწვევებსა და შერიგების პოლიტიკასთან.

ერთობლივი ყოველწლიური მაღალი დონის კონფერენცია იმართება საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის, 2015 წელს, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს