სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, გუმათში დაპირისპირებისას დაკავებული 2 პირი იზოლატორში გადაჰყავთ

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მადონა ბასილაშვილის ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა.

მისი თქმით, ამ წუთებში ხდება მათი იდენტიფიცირება.

ბასილაშვილის ინფორმაციით, ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც მან აღნიშნა დაკავებულებს სავარაუდოდ, ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.

"ამ საკითხს შევისწავლით და განმარტება მოგვიანებით აუცილებლად გაკეთდება. შევხვდი პოლიციის წარმომადგენლებს , რომლებმაც დამიდასტურეს ორი პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ორი ადამიანია დაკავებული 166-ე, 173-ე მუხლებით, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციის მოწოდება სამწუხაროდ არ შემიძლია. ხდება მათი გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მე არ შევხვედრივარ დაკავებულებს, რადგან გარკვეული საპოლიციო პროცესები მიმდინარეობდა და არ ჩავრეულვარ“, - განაცხადა ბასილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო