ვარლამ გოლეთიანი თხოვნით მიმართავს სამართალდამცავებს, იმ პირების თაობაზე მიაწოდონ ინფორმაცია, რომლებიც დღეს დააკავეს

ვარლამ გოლეთიანი თხოვნით მიმართავს სამართალდამცავებს, იმ პირების თაობაზე მიაწოდონ ინფორმაცია, რომლებიც დღეს დააკავეს

"რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელი, ვარლამ გოლეთიანი თხოვნით მიმართავს სამართალდამცავებს, რომ იმ პირების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, რომლებიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ სოფელ გუმათში დაპირისპირებისას დააკავა.

თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებს არ მიუწოდებიათ ინფორმაცია მათი ვინაობისა და ასევე იმის შესახებ, თუ სად არიან გადაყვანილები დაკავებულები.

"სახელი და გვარი გვაინტერესებს დაკავებულების. გვითხრან, რათა არ ინერვიულოს ოჯახმა", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. აქციის მონაწილეები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებისას 2 პირი დააკავეს.