მარიამ ქვრივიშვილი - USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და „ინფლუენსერებს“, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრების გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის თანადაფინანსებით ამერიკული ონლაინ პლატფორმა Steller-თან და ქართულ ტურისტულ კომპანია Caucasus Travel-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ციფრული დღეები საქართველოში" და პროექტის ფარგლებში 18 გავლენიან ბლოგერსა და ინფლუენსერს მასპინძლობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ყურის ქვეყნებიდან და ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს ყველა რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ტურის პროცესში შექმნილ ფოტო-ვიდეო მასალას ისინი განათავსებენ როგორც პლატფორმა Steller -ზე, აგრეთვე სოციალურ მედიაში (Facebook, TikTok, Instagram, Youtube).

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დღეს შატო მუხრანში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში Steller-ის პლატფორმის წარმომადგენლებმა და ინფლუენსერებმა ჩაატარეს მასტერკლასი მოთხოვნადი და ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის (კონტენტის) შექმნაზე და მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონტენტის სწორედ მიწოდების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ნეთვორქინგის ფარგლებში შეეძლოთ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება ჩამოსულ ინფლუენსერებთან.

„ის რომ, დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ - საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები და მზად არის უსაფრთხოდ უმასპინძლოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდროდ განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენს ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გვექნება სამუშაო ამ დარგის უსაფრთხოდ ამოქმედებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ყველა ის სამუშაო ადგილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთად ქმნიდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო