„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ

სოფელ გუმათში „ ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატვენ პროსტესტს.

როგორც „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვა, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ გუმათში ყოველ საღამოს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შორის დიალოგი გაიმართოს .

"ყოველ საღამოს გაიმართოს საგნობრივი საუბრები აქ და ყოველ საღამოს ვიყოთ აქ", - აცხადებს გოლეთიანი.

ამასთან, მისი თქმით, "რიონის ხეობის მცველებმა" გუმათში დგომით, უნდა უზრუნველყონ ის, რომ ჰესის მშენებელმა კომპანიამ ტერიტორიაზე გადაადგილება ვერ შეძლოს.

"უზრუნველვყოთ, რომ ხმაური იყოს გამაყრუებელი და ხელისუფლებამ უკანონო გადაწყვეტილება უკან წაიღოს. ეს დანაშაული მათივე ინსტიტუციების მიერაა აღიარებული. უზრუნველვყოთ ჩვენი უფლებები, დავიცვათ კანონი და ჩვენი ქვეყნის ინტერესი", - აცხადებს გოლეთიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა