პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გამოცხადებული 15-ვე ტენდერი მომდევნო ეტაპზე გადავიდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის ღირებულების 15-ივე ტენდერი უკვე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თხუთმეტივე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და შესაბამისად, თხუთმეტივე ტენდერი გადავიდა მომდევნო - პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების ეტაპზე.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, შერჩევა-შეფასების პროცედურები კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება, რომლის შედეგადაც, გამოვლინდება თითოეულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

„სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს. თითოეული ტენდერის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ტენდერების შედეგად, გამოვლინდება ის კომპანიები, რომლებიც შეასრულებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ მდებარეობებსა და ობიექტებს, პირვალდი სხდომები ყველა რეგიონში უკვე გამართა. 2 კვირის განმავლობაში 10 რეგიონში ჩატარებულ სხდომებზე შეირჩა ის მდებარეობები, რომელთა ურბანული განახლების სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იმუშავებენ.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა