ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2021

"ოცნება“ 43% ვერ მოიპოვებს, იქნება ვადამდელი არჩევნები, სადაც უცნაურ კოალიციებს ვიხილავთ - იგორ კვესელავა

რატომ აგვიანებს გახარია პარტიის პრეზენტაციას და პოტენციურად რომელ ძალებს შეიძლება წაართვას ხმები

***

"ოცნება“ 43% ვერ მოიპოვებს, იქნება ვადამდელი არჩევნები, სადაც უცნაურ კოალიციებს ვიხილავთ - იგორ კვესელავა

"სიტუაცია არჩევნების წინ უფრო და უფრო მძაფრდება, ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდოთ, რადგან ტარიფების გაძვირება საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს; გახარია და მისი გუნდი ბუნებრივია ხმებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაართმევს, არამედ ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" კი - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ 43% ვერ მოიპოვებს, იქნება ვადამდელი არჩევნები, სადაც უცნაურ კოალიციებს ვიხილავთ - იგორ კვესელავა

"პოლიტოლოგის თქმით, ხელისუფლების წიაღში ახალი მოძრაობის და ახალი პარტიის ჩამოყალიბება მოხდებოდა, ეს ამ 30 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში თითქოს კანონზომიერებასავით დამკვიდრდა. საერთოდ ეს უნდა დამთავრდეს და არ შეიძლება ასეთი სახეცვლილებები განვითარდეს. მართალია არ ვიცი ახლა გახარია რას იზამს, მაგრამ ვიცი, რომ შესაცვლელი ბევრია და მისი მოსვლა სიახლესთანაა დაკავშირებული. მთავრობაში მუშაობის საკმარისი გამოცდილება აქვს მიღებული და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები იცის, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში რა უარყოფითიც დაგროვდა, ის აუცილებლად უნდა იქნას გატანილი. მას, როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაგავის გატანის მისია ერგო, რაც „ქართული ოცნების" პერიოდში დაგროვდა პლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური მიმართულებით. რაც შეეხება პერსპექტივას, გახარია და მისი გუნდი ბუნებრივია ხმებს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაართმევს, არამედ ყველა პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობასაც" კი. როცა ლაპარაკია სამეგრელოზე, იქაური „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ თუ გახარია მოვა, მხარს მას დავუჭერთო. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, შესაძლოა იქაც იგივენაირად მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კითხვაზე, ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარია და ლევან ვასაძე შემოდიან, გაუჭირდება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში 43%-ის აღება "ქართულ ოცნებას"? კვესელავას აზრით, "ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს. ოთხი წლის წინ შეიძლება ეს პრობლემა არ ყოფილიყო, თუმცა ახლა გაუჭირდება. მან 2020 წლის არჩევნებში 48% აიღო და წარმოიდგინეთ ამ რყევებისა და თუნდაც გახარიასა და ვასაძის მერე რამდენად გაუჭირდება. ალბათ გიორგი გახარიას პარტიაში ყველა თაობა და ყველა ეროვნება იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ ის ფიქრობს იმაზე, რომ საშუალო ფენის ინტერესების გამომხატველი პარტია ჩენ არ გვყავს და იმ ხალხზე უნდა იმუშაოს, ვინც ხმას არავის არ აძლევს. ვასაძეც ამ სეგმენტზე იმუშავებს. ის რუსეთის მიმართულებით წავიდა და ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაიძრას. ჩვენ მისი საპროგრამო თეზისები სიღრმისეუოლად არ მოგვისმენია, ვერ გეტყვით, რომ ის ხელისუფლებაში მოვა და უმრავლესობის ნებას მიპოვებს, მაგრამ რაღაც გარკვეული ძალა ექნება. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ კოალიციურ მთავრობას მივიღებთ, ეს იქნება, „ოცნებისაგან" „ნაციონალებიოსაგან" , გახარიასგან, არაა გამორიცხული იყოს ვასაძისაგანაც და სხვა ჯგუფებისგან. ჩვენ ასეთი მთავრობა არ გვქონია, ეს ალბათ ცდა იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება "ნაცმოძრაობის", მის ახლანდელ რეიტინგს, პოლიტოლოგის აზრით, მიშასდროინდელი "ნაცმოძრაობა" სხვა იყო. როცა ისინი მოვიდნენ, აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო, რასაც შევარდნაძის რეჟიმის კორუფციულობა, უვარგისი საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმი უწყობდა ხელს. სხვათა შორის ნეპოტიზმი ახლაცაა, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. მიშა სააკაშვილს არ უნდა დავუკარგოთ პირველი ექვსი წელი რაც გააკეთა, შემდგომ არასასურველ პროცესებს კი მისმა გარემოცვამ შეუწყო ხელი. ახლა მელიას აქვს თუ არა ასეთი რეიტინგი, საკითხავია. მისმა ტაქტიკამ, ციხეში ჩაჯდომამ აუწია თუ არა მას რეიტინგი? გულახდილად გეტყვით, რომ არა. მოლოდინი ჰქონდათ, როცა საპატიმროს დატოვებდა, ათასობით ადამიანი მივიდოდა და სკანდირებას დაიწყებდა”, - დასძენს გამოცემა.

"კითხვაზე, თუ რას ფიქრობს "რიონის ხეობის მცველების" გამოსვლებზე, როგორც კვესელავა ამბობს, ერთის მხრივ საქართველოს რომ ჰიდროელექტსოსადგური არ ჰქონდეს, ეს ქვეყნის დაღუპვა იქნება. თუ დასაბუთდება, რომ გაკეთება შეიძლება, რატომ არ უნდა გაკეთდეს?! ხოლო მეორე მხრივ აქაც ინტერესებია, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული პარტიის დაინტერესებაა. პროცესები სადღაც მართვადიც ხდება, მე აქ ინტერესებს ვხედავ, არაა გამორიცხული, რომ აქ რომელიმე გუნდის ან ჯგუფი ინტერესებიც იყოს, შეიძლება ჯერ მისი სახელი ჯერჯერობით არ ჩანს. ფინანსების გარეშე აქციის გამართვა ასე მარტივი არაა. ამ სიტუაციაში შემოწირულობები, რომელიც არის, ბევრ რამეს არ ნიშნავს. მათი თბილისში ჩამოსვლა საკმაოდ ორგანიზებული იყო და რაც მთავარია ასევე ორგანიზებულად დატოვეს დედაქალაქი. ამას სპონტანურად მოსულ გუნდს ვერ დავარქმევდი, რომელიც ასეთ ულტიმატუმებს აყენებს. თუ ყურადღება მიაქციეთ, ათი დღის წინ ასეთი ამაღლებული ტონი არ იყო, როგორც ახლა გოლეთიანს აქვს. ის ცოტა პრეტენზიულიც გახდა. სიტუაცია არჩევნების წინ უფრო და უფრო მძაფრდება, ასე რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდოთ, რადგან ტარიფების გაძვირება საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ აგვიანებს გახარია პარტიის პრეზენტაციას და პოტენციურად რომელ ძალებს შეიძლება წაართვას ხმები

"გახარიამ დააგვიანა, რადგან ახლა მთელი სისტემაა შესაქმნელი, ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს, დაკომპლექტდეს, ორგანიზაციული სამუშაო უამრავია და დარჩენილ ოთხ თვეში რამდენად მოესწრება, არ ვიცი - აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ხმების 50% „ქართული ოცნების" ელექტორატი იქნება, ხოლო ნახევარი პატარა პარტიების”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ აგვიანებს გახარია პარტიის პრეზენტაციას და პოტენციურად რომელ ძალებს შეიძლება წაართვას ხმები

"გახარიას თანამოაზრეები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი პარტიის პრეზენტაცია შაბათს, 29 მაისს საღამოს 6 საათზე თბილისშია დაგეგმილი. ამ საკითხზე „რეზონანსი „ქართული ოცნების" ყოფილ წევრს, პარლამენტარს ბექა ლილუაშვილი ესაუბრა, რომელმაც დეტალების გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ პრეზენტაცია „ძალიან მალე" იქნება. „რეზონანსი" ძაბირაძეს რამდენიმე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზე ესაუბრა, მათ შორის გახარიას მომავალ პარტიაზე, „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გახარიას პარტიასთან დაკავშირებით მოლოდინები გადამწიფდა და თუ იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს, დააგვიანა კიდეც. გახარიას პარტიის მოლოდინი, რაც გადადგა იმავე წუთიდან არსებობს და საზოგადოება ერთგვარად შეგუებულია. მოლოდინი მე მგონი გადამწიფდა კიდეც იმიტომ, რომ დიდხანს გაგრძელდა, აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ, დღეს ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, რომ გახარიას უფრო დიდი პერსპექტივები აქვს, ვიდრე ორი თვის წინ, ალბათ ჩემი აზრით ეს ასე არაა. ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ნიშნულზე რჩება, როგორც იყო. ვნახოთ, რა გუნდი ეყოლება, შემდეგ რა პერსპექტივას და რა შრომისუნარიანობას გამოიჩენს, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქართველი ამომრჩევლის წინაშე რა მესიჯით წარსდგებიან, რას დაპირდებიან, ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ არსებობს გახარია, რომელსაც პარტიის შექმნა უნდა და არსებობს 6 თუ 7 ადამიანი, რომლებმაც ფრაქცია უკვე ჩამოაყალიბეს. მეტი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, კიდე უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩემი აზრით გახარიამ ეს ყველაფერი დააგვიანა, რადგან ახლა მთელი სისტემაა შესაქმნელი, ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს, დაკომპლექტდეს, ორგანიზაციული სამუშაო უამრავია და დარჩენილ ოთხ თვეში რამდენად მოესწრება არ ვიცი. ვასაძის შემოსვლამ არა მგონია, „ოცნებას" დიდი პრობლემები შეუქმნას, ხოლო გახარია საკუთარი ხმების ნახევარს „ოცნებიდან" მიიღებს, დანარჩენს კი მცირე პარტიების ელექტორატიდან, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ამ დარჩენილ 4 თვეში რას მოასწრებს. არსებული ვითარებით ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება" დიდი ალბათობით 43%-ს აიღებს, მაგრამ რა იქნება 4 თვის მერე, ვერაფერს ვიტყვით. არ ვიცით გახარია პოლიტიკაში რა მესიჯით შემოდის, ვასაძე გასაგებია, მისი ძირითადი ხმები იმდენი იქნება, რამდენი მხარდამჭერიც ვთქვათ „ქართულ მარშს" ჰყავს. ეს ძირითადაც 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს, მასაც პარტია ჯერ არ დაუფუძნებია და ესეც აგვიანებს. გახარიას რაც შეეხება, ვასაძისგან განსხვავებით, ცოტა უფრო სხვა ფიგურაა," - განაცხადა ანალიტიკოსმა. „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას ამბობს, რომ პროტესტი თბილისში უფრო საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. ეს უფრო იმის მცდელობა იყო, რომ გაეგოთ ამ აქციებს რა რეზონანსი მოჰყვებოდა. პროტესტი 210 დღეა გრძელდება და მედიასაშუალებების მიერ ამის გაშუქება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაცილებით უფრო ინტენსიური იყო და მოსახლეობამ გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო იმაზე თუ აქციის მონაწილეები ვინ არიან, რა უნდათ და რას აკეთებენ, ვიდრე მთელი იმ ორასი დღის განმავლობაში. ანუ ეს გარკვეულწილად პიარ-აქციაც იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

"აქცია წმინდა სოლიდარობის გამომხატველი იყო, შესაბამისად პირველი მცდელობისთის საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი იყო, ამიტომაც ვთვლი, რომ თბილისში წარმატებული აქციები ჩაატარეს. რაც შეეხება იმას თუ უკან რატომ დაბრუნდნენ, პროტესტის ძირითადი კერა ნამახვანია და არა თბილისი, თბილისი შეიძლება იყოს სოლიდარული და მხარდამჭერი, მაგრამ ნამახვანს ვერ ჩაანაცვლებს. საკმაო რაოდენობის ხალხი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ პერმანენტული და მძლავრი საპროტესტო აქციები გამართულიყო, ამის რესურსი ორგანიზატორებს ჯერჯერობით არ ჰქონდათ, თუმცა თუ ხელისუფლებამ ერთ ადგილზე დგომა ასე ჯიუტად გააგრძელა და იმის გარკვევა დაიწყო, ლითონის ბადეებს ვინ რამხელა ქვა მოარტყა და ა.შ. მაშინ ეს პროტესტი გაგრძელდება, გაძლიერდება და შესაძლოა სულაც სახალხო პროტესტში გადაიზარდოს. ასევე ამ აქციებისას ძალიან საინტერესო იყო პოლიტიკური სპექტრის პოზიცია და ძალიან ბევრი ტელევიზია, რომელიც თვლის, რომ დამოუკიდებელია, ცალსახად მხარე აღმოჩნდა და მისი დამოუკიდებლობა კითხვის ქვეშ დადგა. ასევე ძნელი საყურებელი იყო ის, რომ რუსეთი ხომ არ დგას ამ აქციების უკან, ვასაძე და ძალები, ასევე დღესაც მცდელობები მიდის, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობას" მიაკერონ და ა.შ. ამ დღეებში ქართული ტრადიციული იარლიყების მიწებების დიდი ფორუმი იყო, მაგრამ სწორი ნაბიჯები გადადგეს, საინფორმაციო ველი ამოწურეს, პროტესტი გრძელდება, სამუშაო ექნებათ, მაგრამ მე ვუყურებ როგორც საზოგადოებრივ სოციალურ პროტესტს და ეს ძალიან კარგია. ცუდი იქნება ეს მოძრაობა პოლიტიკური პარტიის სახეს თუ მიიღებს. თუ საზოგადოებრივ სოციალურ მოძრაობად დარჩება, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში რეალური და მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი საზოგადოება ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება სოლიდარული არა მხოლოდ ნამახვანის მიმართ. არამედ ბორჯომი იქნება, ნაბეღლავი, ჭიათურა თუ ყველა იმ სოცილაური პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. რაც მთავარია ეს საზოგადოება კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა იყოს კონცრენტრირებული და არა იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება და გადადგომა მოითხოვოს. სამდღიან პროტესტზე საზოგადოება ხელისუფლების გადაყენებას რომ არ მოითხოვს, ეს ჩვენს დღევანდელ რეალობაში საკმაოდ იშვიათია თუ გამონაკლისი არა," - განაცხადა მან”, - დასძენს გამოცემა.

"იგი „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხსაც შეეხო, ამბობს, რომ 99%-იანი ალბათობით პარტია პარლამენტში შევა. მგონია, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია უბრალოდ, პიარის თვალსაზრისით ასეთი დროის გაწელვა მომგებიანია, თორემ დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა" 99%-იანი ალბათობით პარლამენტში შევა, 1%-ია იმისთის, რომ რაღაც კატასტროფა მოხდეს, რომ არ შევიდეს. დღეს ენმ მედისსაშუალებებში ცალკე ადგილს ინარჩუნებს და როგორც კი პარლამენტში შევა, ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია იქნება. იქაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძლიერი ფრაქცია ექნებათ, მაგრამ არ იქნება მედიაში დომინანტი, იმიტომ, რომ პროტესტებს სხვებიც გამოხატავენ და გამონაკლისი ვერ იქნება. მე პირადად ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, არსად არ ჩქარობენ, ის ძველი პარტიაა სტრუქტურულად დალაგებულია, ორგანიზაციული მხარე გამართული აქვთ, რამდენადაც ვხვდები, არც ფინანსები აკლიათ, მელიას მშვენიერი მაქნანა აქვს და თვითონვე შეუძლია, რომ თავისი პარტია საკმაოდ წარმატებულადაც დააფინანსოს, ასე რომ არსად არ ეჩქარებათ, მათ არ უდგათ ის პრობლემები, რაც უდგათ გნებავთ ვასაძეს და გახარიას - აწყობილი სტრუქტურა აქვთ საკუთარი ელექტორატი ჰყავთ. „ნაცმოძრაობას" ურჩევნია ეს დრო გაწელოს ამასობაში ამნისტიაზე რაღაც იქნება და შემდეგ რა თქმა უნ და პარლამენტში შევა, მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც აკეთებს მისთვის მომგებიანია," - განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა