თორნიკე რიჟვაძე - კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი და შემოსულობების ნაწილში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ოთხი თვის მონაცემებით, პრივატიზაციის წლიური გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული.

“მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტირებაზე და როგორც სამინისტროებს, ასევე მუნიციპალიტეტებს მინდა ვთხოვო, რომ ძალიან ოპერატიულად ყველა პროექტი და ყველა მოთხოვნა წარადგნინონ ფინანსთა სამინისტროში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული კორექტირებულ ბიუჯეტში. ასევე, აღვნიშნავ, რომ უკვე 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზაციის წლიური გეგმა. ეს გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი დავგეგმოთ საკმაოდ ოპტიმისტურად და იყოს გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც აჭარის მოსახლეობას აწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი, ასევე შემოსულობების პროგნოზის ნაწილში. შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასახული იქნება ყველა ის პრიორიტეტი, სხვადასხვა სფეროს მიმართებით, რომელიც ამ ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული და ასევე, პრივატიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით წარიმართება. ეს საბოლოო ჯამში იქნება წინაპირობა იმისა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული ღონიძიება უკლებლივ იქნას გათვალისწინებული, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იქნება დაგეგმილი, უნდა იყოს შესრულებული 100 პროცენტიანი ათვისებით.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც წინა წელს დავიწყეთ, გვაქვს შესრულებული გადაჭარბებით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფერმერებს მიმდინარე პროცესშიც ხელი შევუწყოთ ამ პროგრამის სრულად და ეფექტიანად შესრულებაში, - განაცხადა რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა