გუმათში დაკავებულების ადვოკატი - სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი - ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო

ადვოკატი დალი სულაქველიძე მოითხოვს, რომ „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც სამართალდამცველებმა სოფელ გუმათში ღამით მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს.

მისი განმარტებით, 8 დაკავებული პირიდან 3-ის ინტერესებს იცავს, რომლებსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ. ადვოკატი განმარტავს, რომ მათ დაზიანებები დაკავების პროცესში მიიღეს.

„როგორც ვიცი, დღეს უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი. ყველა წინააღმდეგია, რომ პროცესი დისტანციურად ჩატარდეს. დაკავებულები ძალიან განაწყენებულები არიან, იმიტომ, რომ მათთან მიმართებით სამართალდამცავების მხრიდან ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმები, ვინ უშველის, ვინ გადაუხდის ჯარიმას და ა.შ. იმას კი არ განიცდიან, რომ დღეს დაკავებულები არიან, არამედ იმას, რომ ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ასეთ მიდგომას აქვს ადგილი ამ საკითხის მიმართ. დაკავების შემდეგ პოლციელები ეუბნებოდნენ, რას იკლავთ თავს, მაინც აშენდება, ვინმეს ხომ არ გგონიათ, თქვენი ეს შეკრება და პროტესტი შედეგს გამოიღებსო“, - აცხადებს დალი სულაქველიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა