ლუკ პიერ დევინი - იუსტიციის საბჭოში ვნახეთ რიგი დანიშვნები, რაც არ წარმოადგენდა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს

დღეს საქართველო არის რეფორმებზე ორიენტირებული და ევროკავშირთან ასოცირებული მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორმა ლუკ პიერ დევინმა EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე : საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი? - განაცხადა.

მან საქართველოში ბოლო დროს არსებულ პოლიტიკურ კრიზისა და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს საქართველოში იყო ღრმა პოლიტიკური კრიზისი. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება სთავაზობს საქართველოს წინსვლის გზას, თუმცა იმ პირობით, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები დეპოლარიზაციის გზას მიჰყვებიან. პოლარიზაცია არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მან არ უნდა გამოიწვიოს ინსტიტუტების პარალიზება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორც პარლამენტია.

შეთანხმება მოხდა რამდენიმე რეფორმაზე, მსურს ხაზი გავუსვა ორ მათგანს ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო რეფორმა. მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ხშირად თვლიან, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რაც ცხადია მნიშვნელოვანია, ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება არ არის ანგარიშვალდებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უნდა იყოს ანგარიშვალდებულიც. თუ არსებობენ არკომპეტენტური ან, უფრო უარესიც, კორუმპირებული მოსამართლეები, უნდა არსებობდეს გზები ამის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, 26 მაისს ვნახეთ რიგი ნაბიჯებისა და დანიშვნებისა, რაც არ წარმოადგენდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯს”, - აღნიშნა ლუკ პიერ დევინმა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესისთვის მნიშვნელოვანია ფუნქციონალური დემოკრატიის ჩამოყალიბება.

„ფუნციონირება კი ნიშნავს, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, დებატები, ოპოზიცია თუმცა ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას ინსტიტუტების ფარგლებში და არა გარეთ“, – განაცხადა ლუკ პიერ დევინმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლუკ პიერ დევინი - იუსტიციის საბჭოში ვნახეთ რიგი დანიშვნები, რაც არ წარმოადგენდა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს

დღეს საქართველო არის რეფორმებზე ორიენტირებული და ევროკავშირთან ასოცირებული მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორმა ლუკ პიერ დევინმა EURACTIV-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე : საქართველოს გზა ევროკავშირისკენ: რა არის შემდეგი? - განაცხადა.

მან საქართველოში ბოლო დროს არსებულ პოლიტიკურ კრიზისა და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს საქართველოში იყო ღრმა პოლიტიკური კრიზისი. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება სთავაზობს საქართველოს წინსვლის გზას, თუმცა იმ პირობით, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალები დეპოლარიზაციის გზას მიჰყვებიან. პოლარიზაცია არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მან არ უნდა გამოიწვიოს ინსტიტუტების პარალიზება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორც პარლამენტია.

შეთანხმება მოხდა რამდენიმე რეფორმაზე, მსურს ხაზი გავუსვა ორ მათგანს ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო რეფორმა. მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ხშირად თვლიან, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, რაც ცხადია მნიშვნელოვანია, ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება არ არის ანგარიშვალდებული. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უნდა იყოს ანგარიშვალდებულიც. თუ არსებობენ არკომპეტენტური ან, უფრო უარესიც, კორუმპირებული მოსამართლეები, უნდა არსებობდეს გზები ამის აღმოსაფხვრელად. სამწუხაროდ, 26 მაისს ვნახეთ რიგი ნაბიჯებისა და დანიშვნებისა, რაც არ წარმოადგენდა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯს”, - აღნიშნა ლუკ პიერ დევინმა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესისთვის მნიშვნელოვანია ფუნქციონალური დემოკრატიის ჩამოყალიბება.

„ფუნციონირება კი ნიშნავს, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, დებატები, ოპოზიცია თუმცა ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას ინსტიტუტების ფარგლებში და არა გარეთ“, – განაცხადა ლუკ პიერ დევინმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია