ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადების მიღება 1 ივნისს დაიწყება

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება 1 ივნისიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს განცხადებების შემოტანა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული.

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო