„რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ ტვიშში წასვლა და იქ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადადეს

„რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ ტვიშში წასვლა და იქ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადადეს. როგორც „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში ჟურნალისტებს განუცხადა, მათი დღევანდელი გეგმები შეიცვლა იმ მიზეზით, რომ წუხელ მათსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას მათი 8 თანამოაზრე დააკავეს.

გოლეთიანის თქმით, ახლა, ადვოკატებთან ერთად პროცესში ერკვევიან იმ მხრივ, თუ რას ედავება პოლიცია დაკავებულებს, რამდენად ადვილად გაათავისუფლებენ მათ ან რა შეიძლება გართულდეს ამ პროცესში. მისივე განმარტებით, გამართავენ თუ არა აქციას სასამართლოსთან, ეს დამოკიდებულია სწორედ იმის გარკვევასთან, თუ რას ედავება პოლიცია დაკავებულებს. მისი თქმით, თუ თანამოაზრეების გასათავისუფლებლად საჭირო გახდება აქციის ჩატარება სასამართლოსთან, ასეთ შემთხვევაში შეიკრიბებიან.

„ჩვენ დღეს ვფიქრობდით უშუალოდ ტვიშის მხარეს გადასვლას, ანუ შემოვლითი გზით წავსულიყავით ტვიშში და იქ გარკვეული აქტიურობები გვქონდა დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ დააკავეს ჩვენი 8 თანამებრძოლი, გადაიდო ეს პროცესი. რაც შეეხება გეგმას, გადაკეტვის ნაწილში და ასევე იმ ნაწილში, რაც გუშინ ხდებოდა ხეობაში, ამას ყოველდღიური სახე ექნება და უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება ყოველდღიურად. ეს არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე არ მოვიპოვებთ ჩვენს კანონიერ უფლებას და არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები",- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მისვე თქმით, „რიონის ხეობის მცველები" „ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგ აქციას გააგრძელებენ.

„გუშინ გვქონდა მცდელობა, რომ გადავსულიყავით ბარიკადების მეორე მხარეს. დავიძარით ხელებაწეულები, მშვიდობიანი ფორმით რომ გადავსულიყავით და დაგვიპირისპირდა პოლიცია, რაც მოსალოდნელიც იყო. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ წინასწარ არ ვიცოდით ის, რომ პოლიცია გასვლის საშუალებას არ მოგცემდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ლუსტრაციისთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერი, თუ რამდენად უსამართლოა ის პროცესი, რაც რიონის ხეობაში ხდება. აქ, ჰესს რომ თავი დავანებოთ ნათელია, რამდენად ირღვევა ჩვენი ფუნდამენტური უფლებები გადაადგილებასთან დაკავშირებით. ჩვენ იმ ბარიკადს მიღმა ვცხოვრობთ და ახლა, რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ მივიდეთ სახლში, ამ პროტესტის მონაწილეების ამის შესაძლებლობა არცერთი მხრიდან არ გვაქვს“, - განაცხადა გოლეთიანმა.

იხილეთ ვიდეო:"რიონის ხეობის მცველებმა" სოფელ ტვიშში წასვლა და იქ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადადეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა