აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსის შედეგად 61 წლის ექიმი ნაირა სურმანიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს 10 მაისს დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა მეშვიდე დღეს.

განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს