სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის "ენკას" საწყობის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებაა

სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის "ენკას" საწყობის ეზოში სამართალდამცველების მობილიზებაა. კომპანიის ეზოში სამართალდამცავები რამდენიმე ავტომობილით ცოტა ხნის წინ შევიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მათთვის უცნობია პოლიციის მობილიზების მიზეზი.

„ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ჩვენი მხრიდან ამ ეტაპზე მაქსიმალურად არის აქტივობა შემცირებული იმის გამო, რომ რამე ესკალაცია არ მოხდეს", - აცხადებს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ამ წუთებში "რიონის ხეობის მცველების" ნაწილი სოფელ გუმათის შესასვლელთან იმყოფება. უფრო კონკრეტულად კი, იქ, სადაც კომპანიის საწყობია განლაგებული. ხეობის მცველების მეორე ნაწილი კი უშუალოდ სოფელ გუმათში, რკინის ბარიკადებთან რჩება. ამ დროისთვის ორივე ლოკაციაზე სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით გამოხატავდნენ პროტესტს, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა