მდინარე მტკვარში, სავარაუდოდ, 21 მაისს გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 10 კმ-ის დაშორებით, სოფელ მიქელწყაროსთან, მეხანძრე-მაშველებმა სავარაუდოდ, 21 მაისს გაუჩინარებული დავით ზუბიაშვილის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ,,ინტერპრესნიუსს" მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დავით ზუბიაშვილი პირუტყვს მწყემსავდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ზუბიაშვილმა ახსენა, რომ მდინარეში გასაგრილებლად შესვლას გეგმავდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ. 21 მაისიდან დღემდე, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა