ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუმათში "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუმათში "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ადვოკატები ითხოვენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ,რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა