მიხეილ სარჯველაძე - აღსრულების კოდექსის იმპლემენტაციამდე ცალკეული საკითხების შეფასება და გაანალიზება მოხდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აღსრულების კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებსა და ასოციაციაში შემავალი საბანკო დაწესებულებების იურისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტის ის მოსალოდნელი შედეგები აღნიშნეს, რომელსაც კანონის მიღება მოიტანს.

„შეხვედრაზე კანონპროექტზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც კანონის იმპლემენტაციამდე, მის ამოქმედებამდე, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც იქნება გასატარებელი. ცალკეული საკითხები, სხვადასხვა თვალსაზრისით, შეფასებას და კარგად გაანალიზებას საჭიროებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამუშაო პროცესი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა