ვარლამ გოლეთიანი დაფინანსებაზე - გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი და ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდება

დაფინანსება ძირითადად მოდის ემიგრანტებისგან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესის“ პროტესტის მონაწილეეები გამოდიან ინიციატივით, რომ ვინც მათ დაფინანსებას სხვადასხვა ძალას უკავშირებენ, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი დაფინანსების ნუსხა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და დაფინანსება ძირითადად მოდის მათგან და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ვინც აქ ვდგავართ აქტიურ მონაწილეობას ფინანსურს, ფიზიკურს თუ მორალურს იღებენ მთელი ამ ბრძოლისთვის და პროცესისთვის, რაც არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე პირადად იმ ხალხს, ვინც გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს ეს ყველაფერი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ამ ხარჯებს, ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება აუდიტს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და ამასთან დაკავშირებულ ყოველგვარ კითხვას გაეცემა პასუხი ასე გამჭვირვალედ. ასევე, გამოვედით ინიციატივით ჩვენ თვითონ, რომ რადგან დაფინანსებაზე ატყდა ესეთი ამბავი და უკავშირებენ რაღაც სხვადასხვა ძალას - ყველა იმ ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის, მედია საშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა თუ ა.შ. ვინც გარკვეული დაფინანსებებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავთავიანთი შემოსავლის ნუსხა - ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი, რადგან როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა, ვფიქრობ სამართლიანია ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო