სოფელ გუმათში, სადაც ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ოფისია განთავსებული, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სოფელ გუმათში, სადაც ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ ოფისია განთავსებული. კომპანიის წარმომადგენლებს სოფელ ნამახვანის მიმართულებით წასვლა სურდათ, რასაც ადგილზე მყოფი „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტი მოჰყვა. ისინი კომპანიის თანამშრომლებს ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. პროცესში ადგილზე მყოფი სამართალდაცავები ჩაერთვნენ.

„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათის შესასვლელთან უფრო მეტი ადამიანის მობილიზება მოხდება.

შეგახსნებთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ 200 დღეზე მეტია, რაც ხეობაში არიან განლაგებული და კომპანია „ენკას“ სოფელ გუმათში ჰესის აშენების საშუალებას არ აძლევენ. მათი განცხადებით, მათთვის პრინციპულად მიუღებელია ის ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთანაა დადებული, ასევე ითხოვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას. ამასთან, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, რომლებმაც ხელშეკრულების გაფორმებაში მიიღეს მონაწილეობა.

„რიონის ხეობის მცველების“ თქმით, მშვიდობიანი ფორმით პროტესტს უწყეტად იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე არ შეჩერდება „ნამახვანჰესის“ მშენებლობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა