რუსთავში, ნიჩბოსნობაში ღია პირველობა ჩატარდა

რუსთავის ცენტრალურ პარკში, საზოგადოება „რუსთაველების“ ხელშეწყობითა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, ნიჩბოსნობაში ღია პირველობა ჩატარდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღია პირველობაზე, სასკოლო ასაკის მოყვარულმა სპორტსმენებმა ოც ადგილიანი ნავებით, პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად იასპარეზეს და 200 მეტრიანი დისტანცია დაფარეს.

ტურნირის საპრიზო ადგილების მფლობელები, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დააჯილდოვეს.

„,რუსთავში, ნიჩბოსნობის განვითარების მიმართულებით არსებული ტრადიციის აღდგენა დავიწყეთ. დღეს საზოგადოება „რუსთაველების“ ხელშეწყობით, მოხდა ამ ტურნირის ჩატარება, ორგანიზატორი გახლავთ რუსთავის მერია. ჩვენ გვაქვს უნიკალური პარკი, უნიკალური ტბა, ძალიან მალე საზოგადოება „რუსთაველების“ ხელშეწყობით და ინვესტიციების მოზიდვით, აქ აშენდება ნიჩბოსნობის სკოლა და უფრო მეტ ბავშვს ექნება სპორტის ამ სახეობაში ჩაერთვის საშუალება. მე მიხარია, რომ ტრადიციების აღდგენა გრძელდება, რა თქმა უნდა, გვექნება ახალი ინიციატივები, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სკოლებს შორის შეჯიბრი, რომელიც ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ნიჩბოსნობის ტრადიციის აღდგენას ითვალისწინებს, რუსთავში წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

„ნიჩბოსნობაში გვყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენი ალექსანდრე წივწივაძე და ერთ-ერთი მოტიავაცია, ამ ტურნირის მოწყობის სპორტის ამ სახეობის უფრო მეტი პოპულარიზაცია იყო. მიმდინარეობს ნიჩბოსნობის ახალი სკოლის მშენებლობა, დღეს ვატარებთ ტურნირს, რომელშიც ჩართულები არიან სხავადსხვა ასაკის სკოლის მოსწავლეები. რუსთავში ნიჩბოსნობა ერთ-ერთი ტრადიციული სპორტის სახეობაა, უნიკალური ტბა გვაქვს, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკშია, რა თქმა უნდა ეს არის ის მთავარი გარემოება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სპორტის ეს სახეობა ქალაქში კიდევ უფრო განვითარდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მათივე ინფორმაციით, რუსთავში, ნიჩბოსნობის სკოლას სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი და შესაბამისი ლანდშაფტის არსებობის გამო, სპორტის ტრადიციულ სახეობა გახდა. ცენტრალურ პარკში არსებულ ტბასთან, ნიჩბოსნობის ახალი სკოლა შენდება, მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რამდენიმე თვეში დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა