29 მაისის 23:00 საათიდან 30 მაისის 05:00 საათამდე სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

2021 წლის 29 მაისის 23:00 საათიდან 30 მაისის 05:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ57 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განმარტებით, მოძრაობა ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, იზღუდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნულპერიოდში, ავტოტრანსპორტისმოძრაობაგადაირთვებასაერთაშორისომნიშვნელობისთბილისი-სენაკი-ლესელიძისდასენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზებზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს