ლევან დავითაშვილი შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „გეოპლანტის“ ჩაის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობის პროცესს გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, საწარმო, რომლის ერთჯერადი, პაკეტირებული ჩაის წარმოება წელიწადში 150 ტონაა, შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს; სესხის ოდენობა 3 მილიონამდე ლარია.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, პროდუქციის რეალიზება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ხდება. უწყების განმარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებული. შპს „გეოპლანტი“ ქართული ჩაის „გურიელი“ მწარმოებელი კომპანიაა.

„ამ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს არამხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, არამედ ექსპორტზე იმ პოზიციების აღდგენის, რომელიც ქართულ ჩაის ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში, ჩაის წარმოება იზრდება; რეაბილიტირებული პლანტაციები გვაძლევს ახალ სანედლეულო ბაზას, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ, ეტაპობრივად, ბაზარზე ქართული ჩაის პოზიციების აღდგენას შევძლებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 44 მლნ ლარის ღირებულების 400-ზე მეტი სესხია გაცემული. მათი ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა