გიორგი ვაშაძე - მოვითხოვთ, მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, რაც დღეს არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საშემოსავლო გადასახადების გადახდა კიდევ 6 თვით გადავადდეს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეკონომიკაში არაფერი გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ შეღავათები მოიხსნას.

„საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადების სრულად გადახდა, რაც არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, როგორიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ეკონომიკაში. კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგვინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, ახლა ამის შენარჩუნება არის ნომერ პირველი ამოცანა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, შეღავათები, რომელიც იყო გუშინ, უნდა იყოს ხვალაც, რადგან ეკონომიკაში არაფერი გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ ეს შეღავათები მოიხსნას. მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იყოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და ეს შეღავათები კვლავ გავრცელდეს იმ კატეგორიაზე, ვისზეც ამ 1 წლის მანძილზე ვრცელდებოდა. რატომ იგვიანებთ, რატომ არ აკეთებთ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელია. უმძიმესი პირობებია ქვეყანაში“,- განაცხადა ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო