სოფელ შუქრუთის მცხოვრები - მივმართავთ კელი დეგნანს, ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს

სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი თბილისში აშშ-ის საელჩოსთან არის შეკრებილი.სოფელ შუქრუთის ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, მათ სურთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიაწვდინონ ხმა, რათა ის მაინც დაინტერესდეს მათი პრობლემებით.

ასევე, მათ სურთ, რომ აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გაშალონ კარვები, თუმცა ისინი ამისთვის ნებართვას ელოდებიან.

„2019 წლიდან მოყოლებული უშედეგოდ ვცდილობთ, რომ ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ ხელისუფლებას. არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მადნის მოპოვების სამუშაოებით გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩვენ სოფელს. ჩვენი სახლები თითქმის მიწასთან არის გასწორებული და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ არ უნდა, პასუხისმგებლობა აიღოს თავის მიერ ჩადენილ ქმედებებზე და ცდილობს კორუფციულ გარიგებებში შემოვიდეს ჩვენთან. იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, პირიქით, ვინც ხმა ამოვიღეთ ჩვენი სახლების და ოჯახების დასაცავად, თითოეულ ადამიანზე, 5 ადამიანზე საქმეები არის აღძრული.

სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვახსენდებით, როდესაც ხმები სჭირდებათ.

ჩვენც ადამიანები ვართ ჭიათურაში მცხოვრებლები. მივმართავთ დეგნანს, როგორმე ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს და რეალურად დაგვეხმაროს ამ პრობლემების გადაჭრაში და მოგვარებაში“, - განაცხადა სოფელ შუქრუთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს