იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების 2 ფაქტია გამოვლენილი ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში.

მათი ინფორმაციით, სოფელ რცხილათის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლისა და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებულ ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ჭოგნარში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული მუხის სახეობის ხე და ასევე უკანონოდ მოახდინა მისგან მიღებული ხე-მასალის ტრანსპორტირება.

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი კი გამოვლენილია საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, ტყის ფონდის ტერიტორიებზე, უკანონოდ 20 ერთეულამდე ფიჭვის, თხმელისა (მურყანი) და ალვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო