მეუფე იოანე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე - მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო - აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს

მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო, აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ქუჩის აქციებს სიკეთე არ მოაქვს არავისთვის. სწორი გზა ხელისუფლებასთან დიალოგი იქნება.

"ვარლამმა პეტიცია რომ შეიტანა პარლამენტში, უნდა ყოფილიყო დიალოგი სპეციალისტებთან. მესმის, ქალბატონი მინისტრი ცოტა არასწორად მოიქცა და დატოვა, უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა და არ დაელაპარაკო სპეციალისტებს.

შეიძლება, რაღაც მომენტში ააგორონ რაღაცები, მაგრამ მერე იფუშება. ისინიც სუბიექტურები არიან. თავიდან კატასტროფაზე საუბრობენ და რეალურად საუბარია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა გადაიხედოს, რომ მოიხსნას დაპირისპირება. პრემიერმა თქვა, რომ მოწვეული იქნებიან ექსპერტები, რომლებიც გადახედავენ ამ ხელშეკრულებას. უნდა დაველოდოთ.

სამუშაოები შეჩერებულია, კაშხალი არ შენდება. მოსახლეობას, რაც უფრო ობიექტური ინფორმაცია ექნება, მით უფრო ნაკლები იქნება პრობლემა" , - განაცხადა მეუფე იოანემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო